17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდემიმართვისას განაცხადა, რომ პარლამენტის ლეგალიზაცია ხალხმა არ უნდა დაუშვას.

მისი თქმით, ის მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს, თუ მის დაპატიმრებას ვერ გაბედავენ.

"რაც შეეხება ჩემს ჩამოსვლას, ჩვენ არ უნდა დავუშვათ  მათი შესვლა და პარლამენტის ლეგალიზაცია. ვიხილავ ამ საკითხს, რომ გამოვაცხადო თარიღი მანამდე, ავიღო თვითმფრინავის ბილეთი, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად, მე არაფრის მეშინია. თუ იმ დროისთვის ქართველი ხალხი, მათ იმდენად მოარყევს, რომ ვერ გაბედონ ჩემი დაპატიმრება, ძალიან კარგი.  უფრო ადვილი იქნება. თუ არადა არაფრის მეშინია. არც ერთი თანამდებობა არ მსურს, რაც  არ არ უნდა შემომთავაზონ გამარჯვების შემთხვევაში, უარს ვიტყვი.

მინდა ვიყო ჩემი თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე. მინდა ჩემს ვენახში დავბრუნდე. ჩემთვის უმძიმესი რაღაცაა, რომ რვა წელია ოლიგარქი არ მიშვებს იმ ქვეყანაში, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ყოველთვის ვფიქრობდი ჟორდანიას მთავრობა როა ისე, მთელი ცხოვრება გაატარეს საფრანგეთში და ვერასდროს დაბრუნდნენ. ივანიშვილო, სერიოზულად ფიქრობ, მე ამას შევეგუები, რომ ნოე ჟორდანიას როლში აღმოვჩნდე? მთელი ცხოვრება აფსაიდში ვიყო ჩემი ქვეყნის გარეთ? სერიოზულად ფიქრობთ, რომ იმას შევეგუები ჩემს ქვეყანაში სიცოცხლის ბოლომდე არ დავადგა ფეხი?", – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს  და  ჩამოსვლით ხელს არ შევუშლის,  რეისები არის, ლეგალური უფლება აქვს დაბრუნების.

"მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო.

იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ. ახლა უკვე წყალი აქვთ შეყენებული. სპეცრაზმი უკეთესი ჰყავთ ვიდრე შევარდნაძეს იმიტომ, რომ ჩემი შექმნილია. მე როდესაც 2007 წელს ეს სპეცრაზმი გამოვიყენე იმის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტობიდან, ვადა წელიწადნახევრით შევიმცირე. 2008 წელს ძლივს მოვიგე, 2%-ით გავძვერი პირველ ტურში და 2012 წელს ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“,-აღნიშნა სააკაშვილმა.

დღის ამბები