ამ წუთებში ეუთო/ოდირის წარმომადგენლები მმართველი გუნდის წევრებს ხვდებიან. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებას "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი მართავს. საუბრის თემა ჩატარებული არჩევნები და მიმდინარე პროცესებია.
ეუთოს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას, თბილისში ეხმიანებიან. "ქართული ოცნებაში "ამბობენ, რომ მისიის დასკვნაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ყველა ფუნდამენტური უფლება დაცული იყო.
ოპოზიცია კი, ყურადღებას განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც ნათქვამია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ხელისუფლების მხრიდან არ უნდა მოხდეს.