17 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
გადათვლის პროცესი 24 500-მდე ამომრჩევლის ხმას შეეხო - ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს

გადათვლის პროცესი 24 500-მდე ამომრჩევლის ხმას შეეხო - ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ამ პროცესის შემდეგ უბნის უმრავლესობაში პირვანდელი შედეგები უცვლელი დარჩა. თამარ ჟვანიას უწყებაში განმარტავენ, რომ სულ შევიდა 1 941 საჩივარი, აქედან 1 272 საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს.

"საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126.

მაგალითად, ხშირად იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას პარტიის სახელით ითხოვდა საჩივრების წარდგენაზე არაუფლებამოსილი პირი.

სულ საოლქო საარჩევნო კომისიებმა მოცემული მდგომარეობით გადაითვალეს 39 უბნის შედეგი. უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთი კი დაზუსტდა და შეიცვალა საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით" - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი გიორგი სანტურიანი.

დღის ამბები