გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ელჩი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს, პროცესებში ჩაერთოს.
"პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს,"-ნათქვამია განცხადებაში.