17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძემ კელი დეგნანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პროცედურების შესახებ, თუ როგორ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა.  

"დღეს გვქონდა ონლაინ ჩართვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. ის დეტალურად დაინტერესდა, თუ როგორ მოემზადა საქართველო არჩევნებისთვის და ასევე, რა შედეგი პოვა მან კოვიდპანდემიის მართვასთან მიმართებაში. მან მოიწონა ის ყველა მიმართულება, რომელიც განხორციელებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით და ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ რეალურად, არჩევნების ჩატარების უსაფრთხოება იმდენად მაღალი ხარისხით იყო უზრუნველყოფილი, რომ არ ჰპოვა ასახვა პანდემიის გავრცელებაზე საქართველოში. ასევე, საუბარი გვქონდა საწოლფონდის მობილიზაციაზე, კონკრეტულად გავაცანით ის საწოლფონდის მოცულობა, რაც დღესდღეობით არის საქართველოში და ასევე ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც იქნება შემდეგი თვეების მანძილზე," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დღის ამბები