"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ენმ-ის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში დიდი დაბნეულობაა.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოზიციაში უნდა ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხებს მათ "ქართული ოცნება."
"დღეს რასაც ვხედავთ, ოპოზიციურ სპექტრში არის ძალიან დიდი დაბნეულობა. მე, პირადად, ჯერჯერობით, ვერ გავერკვიე ვინ რა განცხადებას აკეთებს. ისინი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებებიც გამორიცხავდა ერთმანეთს, თუმცა სანამ აქ შემოვიდოდი, 2 წუთით ადრე მითხრეს, რომ ნიკა გვარამიას ციტირებამ დაასწრო თავად ვაშაძის განცხადებას, ეს არის თუ არა სწორი ინფორმაცია, არ ვიცი, როგორც მეუბნებიან 10 წუთით დაასწრო ნიკა გვარამიამ და ამის შემდეგ გამოქვეყნდა დამატებით ვაშაძის განცხადება. აქ რა ხდება არ ვიცი, ალბათ ისინი ერთმანეთში გაერკვევიან. გაერკვიონ და თუ მათი მესიჯი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამას ვამბობთ ჩვენ და ამას ამბობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. ზოგადად, კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით პრობლემები არავის არ უნდა ჰქონდეს. მოდი, ჯერ ჩამოყალიბდნენ და საპასუხო, შემხვედრი რეაქციაც ბუნებრივია, იქნება ჩვენი მხრიდან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.