"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება მხოლოდ მისი ინდივიდუალური პოზიცია არ იყო და მას აუცილებლად ექნებოდა კონსულტაცია ვინმესთან "ნაციონალური მოძრაობაში":
"აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, ჩემს მეგობარ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები, არც ოპოზიციაში ვიცოდით ვინმემ და მიხარია, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად მონოლითურად, ერთ აზრზეა. ბატონ გრიგოლს ვიცნობ, როგორც საკმაოდ ძლიერ დიპლომატს და ჩემი მოსაზრება არის, რომ აუცილებლად ვინმესთან კონსულტაცია ექნებოდა "ნაციონალურ მოძრაობაში"," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.