პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. იოსელიანი აცხადებს, რომ მთავარი მოლაპარაკების საგანი ის მოთხოვნებია, რომელიც ოპოზიციას აქვს.
"საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მოლაპარაკებებში მონაწილეობა. იმ მოთხოვნების ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს წამოყენებული. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მოთხოვნები და ბუნებრივია, როდესაც დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენი მოთხოვნები იქნება მთავარი მოლაპარაკების საგანი. აქედან გამომდინარე, არანაირ ულტიმატუმებს არ ვაყენებთ. ოპოზიციის პოზიცია ამ შემთხვევაში არის ერთიანი, რომ მოლაპარაკება გულისხმობს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
ჩვენ დღემდე ვერ დავინახეთ მათი მხრიდან განცხადებების დონეზეც კი რომ ისინი მზად არიან რაიმე კომპრომისისთვის.
ველოდებით, რომ თამარ ჟვანიამ უნდა დატოვოს თავის თანამდებობა. ეს არის იმდენად ნათელი და ყველასთვის ცხადი რამ, რომ ამაზე მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული," - აცხადებს ლევან იოსელიანი.