საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.
მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.
პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.