პარტია "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რომ დღეს 4 ოპოზიციური პარტიის მიერ ხელმოწერილი განცხადება გრიგოლ ვაშაძის განცხადების პასუხი არ ყოფილა.
მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი ერთიანია და ის, რომ ამ განცხადებას მხოლოდ 4 პარტია აწერს ხელს, მხოლოდ ტექნიკური საკითხია.
"ეს არის რიგი პარტიების მოსაზრება და შეფასება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. ამ განცხადების სულისკვეთებას იზიარებს მთლიანად ოპოზიცია და რატომ არის მხოლოდ 4 პარტიის ხელმოწერა, ეს მეორეხარისხოვანია. ეს ტექნიკური ხასიათის საკითხია, მთავარია, რომ ოპოზიციური სპექტრი ერთიანია.
ეს ვერაფრით ვერ იქნებოდა პასუხი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, ვინაიდან მისი განცხადება სულ სხვა საკითხს შეეხებოდა და სხვა პათოსი ჰქონდა, ხოლო ეს განცხადება ეხმიანებოდა იმ მოვლენებს, რომლიც ცესკოს წინ განვითარდა, სადაც მშვიდობიან მანიფესტანტებს არაპროპორციული ძალით დაუპირისპირდა სამართალდამცავი სისტემა, ადამიანებს დაუზიანდათ ჯანმრთელობა და მიტინგი შეურაცხმყოფელი ფორმით დაშალეს,"-განაცხადა საბა ბუაძემ.