17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
აშშ არჩევნების შემდეგ - იყო თუ არა 3 ნოემბერს კენჭისყრის დღეს დარღვევები, ამას აშშ-ის გენერალური პროკურატურა დაადგენს

"შესაძლო დარღვევები" - ეს ფრაზა ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ პოლიტიკურ ბრალდებებში აღარ ისმის. იყო თუ არა 3 ნოემბერს კენჭისყრის დღეს საარჩევნო კანონმდებლობიდან გადაცდომები, ამას დღეიდან აშშ-ის გენერალური პროკურატურა დაადგენს. გამოძიება დაწყებულია. განკარგულება ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა უკვე გასცა.

შედეგები ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამის ფონზე კი ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად რამდენიმე დღის წინ უკვე გამოაცხადა. დამარცხებას კვლავ არ აღიარებს მოქმედი პრეზიდენტი. გამოძიების დაწყებამდე, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაწერა, რომ არჩევნებზე უპრეცედენტო დარღვევები დაფიქსირდა.

დემოკრატები კი ტრამპის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. დარღვევების არსებობაზე საუბრობს ჯორჯიის შტატის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი.

საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა გარდამავალი პერიოდისთვის გუნდის ჩამოყალიბება დაიწყეს.

დღის ამბები