17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
დაიწყება თუ არა დიალოგი კვლავ ფასილიტატორების მეშვეობით - რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკების დაწყებას, ჯერჯერობით, უცნობია

ვიდრე ოპოზიცია საკუთარ პოზიციებში ყალიბდება, მმართველი პარტია ეუთო/ოდირთან მეორე ტურის საკითხებს განიხილავს. დაიწყება თუ არა დიალოგი კვლავ ფასილიტატორების მეშვეობით - არჩევნების მთავარი არბიტრი დიალოგს ითხოვს. მხოლოდ მოლაპარაკების გზას ხედავს დიპლომატიური კორპუსიც.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, შესაძლოა, მმართველი პარტიის და ოპოზიციის შერიგების კვლავ მთავარი ფიგურანტები გახდნენ.

"ქართული ოცნება", ფაქტობრივად, უკვე ზის მაგიდასთან, ახლა გასარკვევია, ვინ გაბედავს და ვინ მიუჯდება პირველი სალაპარაკოდ.

როდის და სად შედგება პირველი შეხვედრა - პოლიტიკური ველი ჯერ ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხისთვის არ შემზადებულა, 2 დღეა საუბარი ჯერ მხოლოდ დიალოგის დაწყების შესაძლებლობასა და პირობებზე მიდის.

დღის ამბები