17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას მიესალმება. 

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მზად არიან. 

"მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. @EUinGeorgia და @usingeo  კვლავ მზად არიან მხარდაჭერისთვის,"-წერს ჰარცელი. 

დღის ამბები