კითხვაზე, თუ პომპეო ვიზიტისას განაცხადებს, რომ სასურველი იქნება ოპოზიციამ მიიღოს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი,"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი "ღამის კურიერის ეთერში"პასუხობს, რომ პომპეო, შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ჩაერევა.
"ამით განსხვავდებიან თავისუფალ სამყაროში ჩვენი მოკავშირეები ჩვენი მტრებისგან, რომ ასე პირდაპირ, შიდა პოლიტკურ გადაწყვეტილებაში არასდროს არ ჩაერევა არასდროს, საქართველოს მოქალაქეების, წარმომადგენლების მიერ მისაღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში.
"ევროპული საქართველო" ის პარტიაა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე შეუპოვარ ოპონირებას პარლამენტში "ქართულ ოცნებას" "ევროპული საქართველო" უწევდა და ავლენდა მათ სახეს. მაიკ პომპეო, გარანტიას გაძლევთ, შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ მისაღებ, თუ მიღებულ გადაწყვეტილებებში, არ ჩაერევა, ამის გარანტიას გაძლევთ მე," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.
ცნობიოლი გახდა, რომ საქართველოს 17-18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.