17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც ავრცელებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს ეწვევა. 

მაიკ პომპეო საქართველოს გარდა ოფიციალური ვიზიტებით ჩავა საფრანგეთში, თურქეთში, ისრაელში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამის შესახებ ბრიფინგზე თავად მაიკ პომპეომ განაცხადა.

"პარასკევს, მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, თურქეთში, საქართველოში, ისრაელში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში მივემგზავრები. მოლაპარაკებები განსხვავებული იქნება. თითოეულ ქვეყანაში ბევრი განსხვავებული საკითხია განსახილველი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ შემთხვევაში, მოლაპარაკებების დროს ყურადღება გამახვილდება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიმართულებით ამ ადმინისტრაციის ისტორიულ ძალისხმევაზე," - განაცხადა მაიკ პომპეომ.

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. ის შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

დღის ამბები