17 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
არ მგონია, მაიკ პომპეომ გვითხრას, რას შვრებით ბიჭებო, იქნებ სანამ ნაცმოძრაობა არ გაიმარჯვებს, იქამდე ვატაროთ არჩევნებიო - გია ვოლსკი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარებითაა გამოწვეული. 

"ღამის კურიერის" კითხვაზე, თუ რას უპასუხებს მმართველი გუნდი მაიკ პომპეოს იმაზე, რატომ არ შედის ოპოზიცია პარლამენტში, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზებს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად განიხილავენ.

"პომპეოს ჩამოსვლა განპირობებულია იმით, რომ რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ეს პანდემია კიდევ უფრო აღრმავებს და არასტაბილური სიტუაცია, ზოგადად, მსოფლიოში.

რას ვპასუხობთ კი არა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვიხილავთ საკითხს, რატომ ხდება, რა არის მიზეზი საბოტაჟის და აწყობს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი მდგომარეობა, როდესაც საბოტაჟის ორგანიზატორები სააკაშვილის თამადობით საქართველოს მიაქანებენ სწორედ იმ მიმართულებით, რაც რუსეთს აწყობს.

გავიმეორებთ ალბათ იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა უკვე განაცხადა - ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებზე, ვინც მათ ხმა მისცა, რომ არჩევნები იყო ჩატარებული ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სტანდარტები იყო დაცული საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში. მე საკითხების ამ კუთხით განხილვას არ ველოდები, რომ რას შვრებით ბიჭებო, რას აპირებთ, იქნება შევცვალოთ ეს და სანამ არ გაიმარჯვებს ნაცმოძრაობა, იქამდე ვატაროთ და ვატაროთ არჩევნებიო. ასეთი გულუბრყვილო შეხედულებები უნდათ მოახვიონ თავს საზოგადოებას. ეს სერიოზული საუბარი იქნება და არამარტო არჩევნებზე,"-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღის ამბები