საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.
შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.