პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მაიკ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
კანდელაკი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ აშშ-ის როგორც ამჟამინდელ, ასეე მომავალ ადმინისრტრაციასთან.
"გეოპოლიტიკური კონტექსტიც აქვს ამ ვიზიტს და დემოკარატიის კონტექსტიც. ჩვენს რეგიონში ვითარება შეიცვალა ცუდისკენ, იმიტომ რომ რუსეთმა მიიღო გაზრდილი სამხედრო და პოლიტიკური გავლენაც და ამ ფონზე, კითხვა ჩვენთვის არის, რას აკეთებს საქართველო, პასუხი უკავშირდება ნატოს. ამ სიტუაციაში საქართველომ უნდა აქტიურად იმუშაოს ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან და მომავალ ადმინისტრაციასთანაც შეერთებული შტატების, გერმანიის მთავრობასთან, არ არის ადვილი, მაგრამ ადვილი ლობიოს ჭამაა. იმისათვის, რომ ნატოში გაწევრიანების და არა თანამშრომლობის საკითხი რეალურად და სწრაფად დაიძრას. მაგრამ ამას სჭირდება ხელისუფლების ცვლილება. გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი "ქართული ოცნების" მთავრობამ გაყინა და ახლა რატომ დაძრავს," - განაცხადა კანედელაკმა.
კანდელაკი ასევე იმედოვნებს, პომპეოს განრიგი მათ მისცემს იმის საშუალებას, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა დაიგეგმოს.