"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ოპოზიციის შეხვედრა რაიმე ფორმატში, თუმცა, როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, ოპოზიციას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს აშშ-ის საელჩოსთან და შესაბამისად, ის დარწმუნებულია, რომ მაიკ პომპეო ბოლომდე არის ინფორმირებული საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, არჩევნებთან მიმართებითაც:
"მე არ შემიძლია, არც დაგიდასტუროთ, არც უარვყო, ვერ გეტყვით როგორი იქნება მისი დღის განრიგი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ბოლომდე არის ინფორმირებული მისი წარმომადგენლობის მიერ. ჩვენს პარტიებსაც და სხვა პარტიებსაც აქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოსთან. ამიტომ ნამდვილად კარგი იქნებოდა, შეხვედრის ასეთი ფორმატის ორგანიზება, თუმცა ის, რომ იგი რაიმე სახით ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდეს, ამაზე საუბარიც არ არის," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.