პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ჩამოსვლისას შეკითხვები სხვა საკითხებთან ერთად ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც ექნება.
"დარწმუნებული ვარ, რომ მაიკ პომპეოს შეკითხვები ექნება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რადგან აქ, გარდა იმისა, რომ ჩადებული იყო ამერიკული ინვესტიცია, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო ინტერესი დიდი იყო ამ თემის მიმართ.
ბევრი გაფრთხილება მოვისმინეთ ჩვენ მათი მაღალი თანამდებობის პირებისაგან ამ მიმართულებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მაინც ჯიუტად დაბლოკა და გააჩერა ანაკლიის პორტი. ამაზე კი მათ სერიოზული განმარტებების გაკეთება მოუწევთ," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.