წყალტუბოში #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შემაჯამებელი ოქმების დაწერის პროცესი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, იმ ფონზე, როდესაც არჩევნები გაყალბდა და საჩივრები სასამართლოშია გადაგზავნილი, შემაჯამებელი ოქმები არ უნდა დაიწეროს.
მათი თქმით, შემაჯამებელი ოქმები ამ დრომდე დაუბალანსებელია და საოლქო კომისია შემაჯამებელ ოქმს ზეპირსიტყვიერად წერს.
მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. ადგილზე მცირე კამათიც იყო, აქციის მონაწილეები კომისიის წევრებს გაყალბებული არჩევნების გამო საყვედურობენ.