შეცვლის თუ არა, გიორგი გახარიას თეა წულუკიანი - საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ამ ინფორმაციას, არ ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" წევრი კახა კუჭავა.
"როდესაც წარვადგენდით კანდიდატებს, კარგად იქნა აღნიშნული, რომ ჩვენ არ წარვადგენდით პრემიერობის კანდიდატს, წარვადგენდით პრემიერ-მინისტრს, ეს არის გიორგი გახარია და ის გააგრძელებს პრემიერობას უკვე მას შემდე, რაც პარლამენტი მუშაობას დაიწყებს და ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ეს არის რეალობა და არანაირი საფუძველი არ აქვს მსგავს დეზინფორმაციას, რომ გავცელდეს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.