17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
თამარ კორძაიას თქმით, შემაჯამებელ ოქმში დაკარგული სპეციალური სიის მონაცემები შეიყვანეს

საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს დღესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებულ ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" წევრებმა.

თამარ კორძაიამ ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც, მისი თქმით, დიდუბისა და წყალტუბოს ოლქებში დაფიქსირდა.

"დიდუბის ოლქში აღმოჩნდა, რომ სპეც. სია იყო დაკარგული. სია არ უპოვიათ, ისე შეიყვანეს მონაცემები შემაჯამებელ ოქმში და შემდეგ ახსნა-განმარტება დააწერინეს რომელიღაც კომისიის წევრს, რომელმაც თქვა, რომ ნაგავში იპოვა სპეციალური სია. 

ანალოგიური შემთხვევაა წყალტუბოში, სადაც ხელმოწერების რაოდენობა იყო 463, ხოლო ყუთიდან ამოსული ბიულეტენები იყო 466. ყოველგვარი გადათვლის გარეშე, საოლქო-საარჩევნო კომისიამ მიიღო შესწორების ოქმი, რომელიც გასაჩივრებული გვაქვს,"-განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები