საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება.
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება საუბარი.
"რასაკვირველია, რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო კიდევ ერთხელ აჩვენებს და ამტკიცებს, რომ არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ერთგული პარტნიორი რეგიონში. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს წლების განმავლობაში დაფუძნებული, გამყარებულ ეს ურთიერთობა, ტრაექტორია, რომელიც ყოველთვის აღმავალია და რომელიც გულისხმობს, მათ შორის, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ამერიკის და საქართველოს ერთობლივ მოქმედებებს. ამერიკის შეერთებული შტატები, რასაკვირველია, ჩვენი ერთ-ერთ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. გუშინ გამოქვეყნდა სენატის საბიუჯეტო კანონი, რომელშიც კიდევ ერთხელ, 2017 წელს იყო პირველად ეს ჩანაწერი და კიდევ ერთხელ ვხედავთ, ძალიან ძლიერ გზავნილს, არაღიარების პოლიტიკისა, რომელიც გვეხმარება საერთაშორისო არენაზე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის. ასე რომ, რა თქმა უნდა, სასაუბრო თემები მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.