17 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
რა მოლოდინები შეიქმნა საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლამდე 6 დღით ადრე - ქართული პოლიტიკური სუბიექტების ვარაუდები

საქართველოსა და ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რეგიონში არსებული ვითარების ფონზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა.

მაიკ პომპეომ ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ ტურნეს აპირებს 7 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ისრაელსა და თურქეთში.

უმაღლესი რანგის ამერიკელ დიპლომატს საქართველოში ერთ კვირაში ელოდებიან. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება.

თეთრი სახლის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ქართული მხარე ეცდება გაამყაროს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

მაიკ პომპეო, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2თვეში ეწურება, საქართველოში ზუსტად ერთ კვირაში ჩამოვა. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაიკ პომპეო საქართველოს პირველად ესტუმრება.

 

დღის ამბები