17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
აზერბაიჯანელები ილჰამ ალიევს მადლობას უხდიან - სომეხი მოსახლეობა კი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს

ყარაბაღში დასრულებული ომი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის სამიდან ორ ქვეყანაში, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პროცესები ახლავს თან.

ილჰამ ალიევი დღეს საკუთარ ქვეყანაში გმირია, ნიკოლ ფაშინიანი კი - წაგებული ლიდერი, რომლის გადადგომასაც დღეს ქუჩაში იგივე ხალხი ითხოვს, ვინც ის სახელმწიფოს სათავეში სწორედ ქუჩის აქციებით მოიყვანა.

დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყარაბაღში ომი დასრულდა, ხოლო კონფლიქტის ზონაში რუსი და თურქი სამშვიდობოები ჩადგნენ, ძალაში მხოლოდ პარლამენტის რატიფიკაციის შემდეგ შევა, სწორედ ამიტომ, სომხეთში ახლა ყველაზე ხშირად პრემიერ-მინისტრის უნდობლობის გამოცხადების მოწოდებები ისმის.

 

ავტორი : ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები