17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
სამწუხაროა, თუ ესეთი რამ იყო ჩანიშნული და ოპოზიციურმა პარტიებმა ამის შესახებ არ იცოდნენ - მამუკა ხაზარაძე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე  ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკები, რომელშიც საერთაშორისო კორპუსიც იყო ჩართული, ჩაიშალა.

ხაზარაძე ამბობს, რომ "სამწუხაროა, თუკი ასეთი რამ იყო ჩანიშნული და ოპოზიციურმა პარტიებმა ამის შესახებ არ იცოდნენ.

"ძალიან სამწუხაროა, თუ ესეთი რამ იყო ჩანიშნული და ოპოზიციურმა პარტიებმა ამის შესახებ არ იცოდნენ, ეს არის ძალიან ცუდი, თუ ესეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ საქმის კურსში. გუშინ ჩვენ, ოთხმა პარტიამ გავავრცელეთ განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ნებისმიერ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს პოლიციელებთან ნებისმიერი მომიტინგე უნდა იყოს ძალიან კორექტული. ჩვენ სახელმწიფო უწყებებს და განსაკუთრებით პოლიციას უნდა ვცეთ პატივი, ისინი იცავენ საზოგადოების წესრიგს." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ განცხადების შინაარს, რომელიც გუშინ ოთხმა პარტიამ გაავრცელა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ.

შეგახსენებთ, ქვეყნის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ "ღამის კურიერში" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განმარტა, რომ მისი სკანდალური განცხადების გაკეთების მოტივი იყო ის, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა. 

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, გუშინ მისი განცხადების გაკეთების საფუძველს სწორედ ეს ჩაშლილი მოლაპარაკებები წარმოადგენდა.

დღის ამბები