17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
თუ დამირეკავს ბიძინა ივანიშვილი და მეტყვის, რომ ჩემთან საუბარი უნდა, მე მივალ, დაველაპარაკები - იაგო ხვიჩია 

შესაძლებელია თუ არა დიალოგი გაიმართოს მხარეებს შორის ელჩების გარეშე - პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ დიალოგის სურვილი თავად ხელისუფლებას არ აქვს. "ღამის კურიერის" ეთერში იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ხელისუფლება "გაბუტული ბავშვის" პოზიციაზეა. 

"თუ დამირეკავს ბიძინა ივანიშვილი და მეტყვის, რომ ჩემთან საუბარი უნდა, მე მივალ, დაველაპარაკები, თუ ამას დიალოგად თვლით, შედგება. ელჩები სავალდებულო კი არ არის მართლა... დიალოგს უნდა სურვილი. რეალურად, ის რომ ჩვენ ერთმანეთში არ ვლაპარაკობთ, სინამდვილეში ხელისუფლების სურვილია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას არ ელაპარაკოს. ამ დროს გამოჩნდნენ უცხოელი ფასილიტატორები, რომლებიც იძულებულს ხდიან ხელისუფლებას დაელაპარაკოს, თორე ხელისუფლება არის გაბუტული ბავშვივით. მე მაქვს ყველა სათამაშო ჩემთვის, როგორც მინდა ისე ვითამაშებ და თქვენ არ გათამაშებთ - აი ამ პოზიციაზეა ხელისუფლება. პატარა ბავშვივით იქცევა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ

დღის ამბები