"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ჩაშლილ დიალოგთან დაკავშირებით, პაპუაშვილი თვლის, რომ დიალოგი არ ჩაშლილა.
"ჩვენ ინიციატორები ვართ, რომ შედგეს დიალოგი ჩვენ ოპონენტებთან. ინტერვიუს ვუსმინე და ვერ მივხვდი ჩაშლაში რას გულისხმობდა, ვფიქრობ, ჯერ არაფერი ჩაშლილა და არ არის დიალოგის შანსი დაკარგული. მე ვფიქრობ ეს დიალოგი შედგება.
დიალოგის მზაობა ჩვენგან არის და გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთანაც ვისი მეშვეობითაც, შესაძლოა, ეს დიალოგი შედგეს,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.