26 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
"ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვიყავით, მზად ვართ დიალოგისთვის" - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნება“ დიალოგისთვის მზად არის - ამის შესახებ განცხადება შალვა პაპუაშვილმა ღამის კურიერის ეთერში გააკეთა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. 

"ჩვენ ვართ მზად და ვართ ინიციატორი ამ დიალოგის. ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვიყავით, ველოდებით, რომ ისინი [ოპოზიცია] ჩამოყალიბდნენ, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით, არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებული. ჩვენთვის რამე განსაკუთრებული რადიკალური წინაპირობა არ არსებობს, ჩვენ ველოდებით ოპონენტები ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა დიალოგი და მეორე - რასთან დაკავშირებით უნდათ დიალოგი. როგორც კი ჩამოყალიბდებიან ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ დიალოგისთვის მზად ვართ,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

კითხვაზე, მზად არის თუ არა "ქართული ოცნება" ისაუბროს ოპოზიციასთან არჩევნების შედეგებზე - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება“ ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის. 

 

დღის ამბები