პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ, თითქმის მომზადებული დიალოგის ჩაშლაზე ისაუბრა, რაც ოპოზიცური ფლანგის უმეტესობისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. თუმცა, "გირჩის" ლიდერი წერს, რომ ის არც გაურკვევლობაში დარჩენას აპირებს და არც თვალთმაქცობას.
"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე "რუსთავი 2-ზე". ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას. ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით? პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო "რუსთავი 2-ზე" და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული. ის ლიდერი კი - საჯაროდ ჯვარცმული,"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.