"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციასთან მოლაპარაკებასა და დიალოგის მზაობაზე საუბრობენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ოპონენტები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობის გარეშე უარს ამბობენ მათთან დიალოგზე.
"გრიგოლ ვაშაძემ გუშინაც არ თქვა რას გულისხმობდა. მე ვადასტურებ იმას, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები და დიპლომატიური კორპუსი, მომხრეა რომ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი იყოს და ის პარტიები, რომლებმაც 1 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობის გარეშე, ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულ დიალოგზე არ მოდიან,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.