17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ნაწილისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ოპოზიციიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ესწრება, ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებზე საპარლამენტო მანდატი მიიღო. მმართველი გუნდიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრება. მხარეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს განიხილავენ.

"დღეს მე აქ მოვედი ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების მოწვევით. საუბარი შეეხება საარჩევნო ვითარებას, კრიზისს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა. ჩვენი პარტიის პოზიცია მკაფიოა. არჩევნები გაყალბდა ამ ქვეყანაში და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ვამბობთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ,"-აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი.

"წინაპირობების გარეშე დიალოგი უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დიალოგი შეიძლება რეჟიმთან იყოს ერთადერთზე, ხელახალი არჩევნები, ადმინისტრაცია, თავისთავად, ჟვანიები არ უნდა იყვნენ,"-აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის ლიდერი" შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები