"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, თუმცა მთავარი განხილვის თემა ხელახალი არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.
“მე ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძის ხედვა და ჩვენი პარტიის პოზიცია, ზოგადად, არის გასაგები ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს განმეორებითი არჩევნები. ჩვენ ვერ ვხედავთ დღეს ვერანაირ შესაძლებლობას.
მითქვამს არაერთხელ და შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენი ამოცანა არის, რომ არჩევნების შედეგებმა ასახოს ხალხის მიერ გამოხატული ნება. მე თუ ვინმე წარმომიდგენს გეგმას, როგორ შეიძლება რომ ის საოცარი აჩეხილ-დაჩეხილი, გადაწერილი არჩევნები, რომელიც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ, გასწორდეს რამენაირად, ისე რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ დაიკარგოს, მე სიამოვნებით გავეცნობი ამ წინადადებას. მე ესეთი წინადადება არ მომისმენია.
ის რაც ბატონმა გრიგოლმა თქვა, არის ზოგადი შეფასება. მე თუ ვინმე წარმომიდგენს გაწერილ გეგმას, როგორ შეიძლება ამ არჩევნების შედეგების გასწორება იმგვარად, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება აისახოს არჩევნების საბოლოო შედეგში, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც იქნებოდა საინტერესო ამ წინადადების მოსმენა," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.