17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ბატონ პომპეოს ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაშანტაჟება რთულია.

ამით მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რამდენად ეთანხმება განცხადებებს, თითქოს "ქართული ოცნება" მაიკ პომპეოს აშანტაჟებს, რათა ოპოზიციას არ შეხვდეს. 

"პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი. ბატონ პომპეოს, როდესაც იყო კანზასის კონგრესმენი ვაშინგტონში, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ. არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება ოპოზიციას, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ შეხვდება, მაგრამ ინფორმაციას მიიღებს სრულად,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები