"ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი შაბათის აქცია ისევ ძალაშია.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის გეგმები უცვლელია, ამ ეტაპზე კი, მხარეებმა მხოლოდ მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს.
"შაბათის აქცია ძალაშია, ჩვენ, დამატებით შევთანხმდებით შემდგომი შეხვედრის დროზე. გეგმები იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს, ეს იყო,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.