17 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
მნიშვენელოვანია, რომ შეხვედრა შედგა და კარგი იქნება თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა მნიშვნელოვანი იყო და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ, ეს დიალოგი პოზიტიური შეთანხმებით დასრულდება.

ირმა ინაშვილმა შეხვედრის დეტალებზე და ელჩების მხრიდან გაკეთებულ გზავნილებზე საუბარი არ ისურვა:

"მოვისმინეთ არჩილის პოზიცია, მე არ მაქვს პრობლემა, რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია, მუდმივად ვართ ჩვენ ხაზზე, როგორ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ასე რომ, თავისთავად, შეხვედრა რომ შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი, ვნახოთ ახლა როგორ წარიმართება პროცესი. დეტალებზე საუბარი ნაადრევია და არაა კორექტული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.  საერთოდ, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, ამიტომ, მნიშვენელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და კარგი იქნება თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები