17 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს, თუმცა თუმცა კონსესუსი შესძლებელია. ამის შესახებ ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები, ჩვენეული გამოსავალი ვთქვით ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავისი არგუმენტები, რომ არ გაყალბებულა მასშტაბურად არჩევნები და გამოსავალი მსგავსი შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, არ არის წესი დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალების გამოტანა. თავისთავად, რომ პროცესი დაიძრა, ეს არის კარგი,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მისივე განცხადებით, ოპოზიცია მოთხოვნების გადახედვას არ აპირებს, თუმცა კონსესუსი შესძლებელია.

"კონსესუსითი სივრცე რომ არ იყოს, არც დღეს შევხვდებოდით და არც მომდევნო შეხვედრას დავთქვამდით, არის სივრცე, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება. არჩილ თალაკვაძე თავის პარტიას უნდა დაელაპარაკოს, ჩვენ ჩვენ პარტიებს. გავივლით კონსულტაციებს და უახლოეს დღეებში ისევ შევხვდებით ერთმანეთს,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები