17 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ძალიან არ მომეწონა, რომ ბატონი გრიგოლის შემოთავაზება ხელისუფლებისას დაემთხვა - თაკო ჩარკვიანი

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის თაკო ჩარკვიანის თქმით, მას ძალიან არ მოეწონა ის, რომ გრიგოლ ვაშაძისა და მმართველი გუნდის პოზიციები დიალოგთან დაკავშირებით დაემთხვა, ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "ძალა ერთობაშია" დატოვა, რადგან მან ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში გარკვეული გადაფასებები დაინახა თავის დროზე:

"რა არის ეს გამოსავალი ჩვენ ვერ დავინახეთ ვერავინ, პრაქტიკულად, იმას ჰგავს, რაზეც ისაუბრა გრიგოლ ვაშაძემ, მე ძალიან არ მომეწონა, რომ ბატონი გრიგოლის ის შემოთავაზება დაემთხვა. მე ის გამიკვირდა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა ასეთი განცხადება, რომელიც ძალიან ემთხვევა ამ კუთხით. მე არ გამოვირჩევი იმითი, რომ ვინმეზე სუბიექტურად ვისაუბრო, ძალიან არ მომეწონა ბატონი გრიგოლის ეს პოზიცია, რომელსაც მეგობრად ვთვლი, დავაბრალე იმას, რომ ის დიპლომატია და მათ ზედმეტად გადამეტებული სიფრთხილე ახასიათებთ პოლიტიკაში.

გარკვეული გადაფასებები რომ ვნახე... მეუბნებოდნენ, რომ "ძალა ერთობაშიაში" უნდა დავრჩენილიყავი, არა არ უნდა დავრჩენილიყავი, მე ვიცი სად უნდა დავრჩე ხოლმე და სად არა," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები