17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
პასუხი უნდა მივიღოთ "ქართული ოცნებისგან", ეთანხმება თუ არა ჩვენს მოთხოვნებს - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ დღეს ფასილიტატორების ჩართულობით უმრავლესობის წევრებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. 

"ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას გიორგი ვაშაძემ ენმ-ის პართიის თავმჯდომარის განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც გრიგოლ ვაშაძემ "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, აღნიშნა რომ არ ეშინია მარტო დარჩენის და ბრძოლის თანამებრძოლების გარეშე გაგრძელების. 

"პოლიტიკური განაცხადია, მარტო დარჩენის ბევრს არ გვეშინია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახლა გვაქვს ოპოზიციას საერთო ფრონტის ხაზი და საერთო მოლაპარაკებების ხაზი. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ მივედით დღეს ამ მოლაპარაკებების ფორმატზე, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვგრძნობთ, - ქვეყანაში არის კოლაფსი. უკვე მერამდენედ წლის მანძილზე, გასულ წელსაც ხომ იგივე იყო, წელს კიდევ უარესია,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კითხვაზე - შემდეგ შეხვედრაზე რას ელოდება ოპოზიცია "ქართული ოცნებისგან", ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციას აქვს, ადექვატური იქნება. 

"ველოდებით, რომ იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ წავაყენეთ, ის გვეტყვის საკუთარ პოზიციებს. ჩვენ მხარეს არ განხილულა არც ერთი მოთხოვნა, რაზეც შეიძლება უარი ვთქვათ. პასუხი უნდა მივიღოთ "ქართული ოცნებისგან", ის ეთანხმება, თუ არა ჩვენს მოთხოვნებს, რაც ჩვენ გვაქვს დაყენებული," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები