17 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ჯერ გამოცხადებული არ იყო შედეგები რომ პროტესტი დაიწყეს, რაც წინასწარ დაგეგმილ დესტრუქციულ პროცესს ჰგავდა - კახა კუჭავა

"ქართული ოცნების" წევრის კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციამ პროტესტი 31 დეკემბერს არჩევნების დასრულების პირველივე წუთიდან დაიწყო ისე, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებას არც კი დაელოდა. როგორც კახა კუჭავა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას აღნიშნავს, მათი ქმედება წინასწარ დაგეგმილ დესტრუქციულ პროცესს ჰგავდა.

"პირველივე დღიდან, პირველივე წუთიდან, რაც არჩევნები დასრულდა პროცესი ძალიან კარგად გვახსოვს ხომ?! ჯერ გამოცხადებულიც კი არ იყო შედეგები, როდესაც დაიწყო უკვე პროტესტი, რაც აშკარად ჰგავდა წინასწარ დაგეგმილ პროცესს, რადგან არ შეიძლება, რომ შენ გააპროტესტო ის, რაც ჯერ არ იცი - შედეგი. ამაზე ისაუბრა სხვათა შორის ეუთო/ოდირის პრეზენტაციის დროს ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა, რომლებიც საერთაშორისო მისიით არიან ჩამოსულები და პირდაპირ უთხრეს, რომ ჯერ არა გაქვთ არაფერი საპრეტენზიო, დაელოდეთ შედეგებს.

ბოლომდე შეეცადნენ ისინი, ის თავისი დღის წესრიგი რაც ჰქონდათ საბოლოო ჯამში გადაეტანათ იმ პროცესში, რომელიც მათ მიცემდა საშუალებას მაქსიმალურად დესტრუქციულად წასულიყვნენ, რაღაცაზე დაეთანხმებინათ ხელისუფლება, თუმცა ძალიან კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ საბოლოო ჯამში და ჩვენ გადავედით უკვე იმ საუბარზე, რომელიც საჭირო იყო პირველივე დღიდან და არა ქუჩის აქციები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად გამოიღებს შედეგს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები