17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ვინმე გამოვიდა და თქვა, რომ დაშინების შედეგად მოვაწერე ხელიო? თემა დახურულია - კახა კუჭავა ოქმების შესახებ

"ქართული ოცნების" წევრის კახა კუჭავას თქმით, ყველა გასაჩივრებული ოქმების ხელახალი გადათვლის პროცესი დაწყებულია და პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.  

"ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს უკვე და ეს პროცესი აუცილებელია დასრულდეს. ეს არის რეალობა. გადათვლა მიმდინარეობს ყველა გასაჩივრებული ოქმების, პროცესი დაწყებულია. ის, თუ ვისი მონიტორინგის ქვეშ იქნება, პირველ რიგში კანონის ფარგლებში მიმდინარეობს, როგორც არის ეს დადგენილი და ყველა პარტიას ჰყავს თავისი წარმომადგენელი.

45 ათასზე მეტი წარმომადგენელია ცესკოში, რომლებიც მუშაობდნენ, მათ შორის უბნებში. ამათგან 11 ათასი არის ოპოზიციის წარმომადგენელი, ყველა ამათი ხელმოწერა არის იქ. ანუ, 45 ათასზე მეტმა ადამიანმა გააყალბა არჩევნები? და მათ შორის 11 ათასი იყო წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან.

ვინმე გამოვიდა და თქვა, რომ დაშინების შედეგად მოვაწერე ხელიო? პოლიტიკოსის გარდა ვინმე ამბობს ამას? ძალიან მარტივი პასუხია ხომ? თქვენ გაგიგიათ ვინმე გამოსულიყო და დამაშინესო ეთქვა? თემა დახურულია,"- ამბობს კახა კუჭავა. 

 

დღის ამბები