ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.
"სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა,"-ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჟენევის მუდმივი საბჭოს ანგარიშს ეხებოდა.
აშშ-ს წარმომადგენლობა იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები.