ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის განცხადებით, კარგი იქნება, თუ აშშ საქართველოში თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას გაზრდის, განსაკუთრებით საჰაერო და საზღვაო კომპონენტში. გენერალმა "იუროფ თაიმსთან" ინტერვიუში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ამერიკისთვის მნიშვნელოვანია და რომ შტატები აგრძელებს თანამშრომლობას უსაფრთხოების მიმართულებით.
ჰოჯესი ამბობს, რომ ეს ეს დიდი ძალების შეჯიბრების ნაწილია მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენების შეფასებისას, ის აცხადებს, რომ ყარაბაღში განლაგებული რუსული ჯარები ოკუპანტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სამშვიდობოებს.
"რუსული ძალები, რომლებიც იქ განლაგდნენ, ოკუპანტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სამშვიდობოებს. იმის მსგავსი რამ, რაც მათ აქვთ დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სინამდვილეში ისინი არიან "დანაყოფის მცველები,"-აცხადებს ჰოჯესი.