17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა პანდემია საბაბად გამოიყენა, გადაედო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები - ეუთოში აშშ-ის ელჩი

ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა, საქართველოს მხარდამჭერ გზავნილში, აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ რუსეთმა, პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოს ბორდერიზაცია. 

"რუსეთის ფედერაციის ქმედებები ამ საკითხში აღქმული უნდა იყოს, როგორც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის, ქმედებებისა და მიზნების ერთიანი სურათის ნაწილი. ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ცალკეული შემთხვევა. მოვუწოდებთ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, ჩაატაროს მოლაპარაკებები იმ ნაბიჯების გამოსარკვევად, რაც გადაჭრის ამ კონფლიქტს, აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოაცილებს ამ საფრთხეს რეგიონულ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ამ ურთულეს პერიოდში.

ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა ეს პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები. არ შეიძლება, პანდემია გახდეს წინაღობა, ან შეაჩეროს იმ პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება, რომელსაც ეუთოს რეგიონში ვხედავთ. მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. რუსეთის პროვოკაციული ქმედებები არის მცდელობა, გააფართოვოს გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მშობლიური ქვეყნისგან, საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს,"- აღნიშნავს ჯეიმს გილმორი.

დღის ამბები