17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ცესკოსთან გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

ცესკო გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვას იწყებს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პარალელურად, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ იმედი არ აქვთ, რომ დღევანდელ სხდომაზე ცესკო რეალურად განიხილავს და დააკმაყოფილებს იმ საჩივრებს, რომლებიც, მათი თქმით, აღწერს როგორ ჩატარდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. 

აქციაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა ოპოზიცური პარტიების მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. 

დღის ამბები