17 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ცესკომ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვა დაიწყო - სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან

ცესკომ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვა დაიწყო.

სხდომას ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან. სხდომა თამარ ჟვანიამ გახსნა. იქ მყოფებმა ისნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და გარდაცვლილებს წუთიერი პატივი მიაგეს. 

სხდომაზე პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების, მათ შორის, საზღვარგარეთის უბნების შედეგებს შეაჯამებენ.

დღესვე მიიღებენ განკარგულებას, რომელიც დაკავშირებულია მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაზე. ასობით საჩივრის განხილვას ოპოზიციური პარტიების წევრებიც დაესწრებიან.

ამ სხდომის პარალელურად დაანონსებულია აქცია საარჩევნო ადმინისტრაციასთან.

დღის ამბები