17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ამ საქმეს ხელისუფლების დამხობასთან და ამ მუხლთან კავშირი არ აქვს - გიორგი გელხაური

დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნებზე სხვადასხვა უბანზე იმყოფებოდნენ, ამ წუთებში გამოკითხვაზე არიან.

მათთან მიმართებით კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ყველა საეჭვო პირი ირაკლი კობახიძემ სუსში გამოკითხვის დროს დაასახელა. ისინი სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით აკვირდებოდნენ 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესს.

ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანხლებით გასცემენ კითხვებს პასუხს.

"რეალურად, ამ საქმეს ხელისუფლების დამხობასთან და ამ მუხლთან კავშირი არ აქვს. ეს ხდება ერთადერთი რამის გამო, ამ პირებმა დააფიქსირეს უბნებზე დარღვევები და ეს ერთგვარი ზეწოლის ხერხია ახლა, რომ დაატარებენ გამოკითხვებზე. გამომძიებელთან ჩვენების მიცემაზე უარი ვთქვით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კი ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს,"- აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

საქალაქო სასამართლოში ახლა 3 პირი იმყოფება, გამომძიებლები მათ კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაუსვამენ.

სუსი კი სულ 64 პირით დაინტერესდა.

დღის ამბები