ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ოპოზიციის საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. "ევროპული საქართველოს" წევრი ხათუნა გოგორიშვილი სხდომაზე შევიდა და ცესკოს თავმჯდომარეს მათ მიერ მომზადებული საჩივრების განხილვა მოსთხოვა.
თამარ ჟვანიამ კი მათ 30 საჩივრის განხილვისთვის 20 წუთი მისცა, რაც "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.