"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის დროს ხდება, უარყოფით გავლენას იქონიებს მოლაპარაკებებზე და ამას დიპლომატების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს.
"თუ მოლაპარაკებები მიდის, ასე ნაჩქარევად იმ საკითხის განხილვა, რომლის განხილვაც კანონით არ შეიძლება, თან აქციის წინა დღეს, იმის დასტურია, რომ უნდათ ეს ყველაფერი სწრაფად ჩაამთავრონ, რათა მიღებული შედეგისა და ფაქტის წინაშე დააყენონ საერთაშორისო საზოგადოება და თქვან, რომ რა ვქნათ, ცესკოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილებაო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ასეთი კანონდარღვევა და თავხედობა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.